თეგი: ჩრდილოეთის ნაკადი

რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა. ამის შესახებ განცხადება რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ გაავრცელა და ამის მიზეზად გერმანული კომპანია Siemens-ის მიერ მილსადენის სარემონტო სამუშაოების გაჭიანურება დაასახელა. „გაზპრომის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის მუშაობს სამი გასაქაჩი აგრეგატი. გაზის მიწოდების მაჩვენებელი 100 მილიონი კუბური მეტრის ფარგლებში იქნება. სრულყოფილი მუშაობისას „ჩრდილოეთის ნაკადით“ 24 საათში 167 მილიონი კუბური მეტრი გაზის გადაქაჩვაა შესაძლებელი.  „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.  

მედია: კანადამ გერმანიას Nord Stream-ის გარემონტებული ტურბინა გადასცა

კანადამ გერმანიას Siemens-ის განახლებული ტურბინა გაუგზავნა, რომელიც Nord Stream 1-ის მეშვეობით გაზის მიწოდებისთვისაა საჭირო. ამის შესახებ მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, ტურბინა თვითმფრინავით 17 ივლისს გაიგზავნა. გერმანიიდან კი ბორნით ჰელსინკში გადაიტანენ, იქიდან კი რუსეთში პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე დაახლოებით 24 ივლისს ჩავა და დანადგარის ექსპლუატაციაში გაშვებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა. კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, Nord Stream1-ით გაზის მიწოდება გეგმიური რემონტის გამო ოფიციალურად შეწყდა. ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას მიწოდების განახლებაზე და სანქციების მოხსნის მიზნით, შანტაჟს მიმართოს. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს. უკრაინამ დაგმო კანადის ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძირს უთხრის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. „კანადა გერმანიას დაუბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის და შეიძლება, დაეხმაროს ენერგიის მიწოდებას, ვიდრე ევროპა არ შეწყვეტს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“, - განაცხადა კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა. Reuters-ის ცნობით, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს „ლიმიტირებულ ნებართვას", რათა გაათავისუფლოს ტურბინების დაბრუნება რუსული სანქციებისგან და ასევე გამოაცხადა ახალი ზომები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ.

რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლა

რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“ - ით გერმანიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, რომელიც 11 ივლისს, ათი დღით „ყოველწლიური გეგმური ტექნიკური მომსახურების“ მიზნით შეაჩერა. ირანში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდება - Deutsche Welle გაზსადენის ოპერატორი კომპანიის, „გაზპრომის“ შვილობილი Nord Stream AG-ს ინფორმაციით, მილსადენი ისევ 40%-იანი დატვირთვით იმუშავებს. დანარჩენ 60%-ს ევროპა რუსეთისგან ივნისის შუა რიცხვებიდან ვეღარ იღებს. რუსული მხარის მტკიცებით, ეს იმის შედეგია, რომ სანქციების გამო კანადამ „სიმენსის“ ტურბინები არ დაააბრუნა, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. გერმანიასთან მოლაპარაკების შედეგად, 17 ივლისს, კანადამ ტურბინები გერმანიაში გაგზავნა, თუმცა, „გაზპრომი“ აცხადებს, რომ შესაბამისი დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღია. 19 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 26 ივლისისთვის „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის ტრანსპორტირება შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს, რადგან შესაკეთებელია სხვა ტურბინაც.  გასულ კვირას კანადის მთავრობა დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამონაკლისს და გერმანიაში Nord Stream-ის ტურბინა გაგზავნა.  კანადაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გერმანიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რისკის შესამცირებლად მიიღეს. რადგან არის რისკი, რომ რუსეთის ფედერაცია „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას არ განაახლებს. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა.  

„გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს

რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“ ევროპას გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს. „გაზპრომი“ მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60- ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს. „გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული, გაზის მიწოდება ევროპას 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შეწყდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას გაზის მიწოდების მოცულობა შეუმცირა.  შეგახსენებთ, რომ კანადამ გერმანიას Siemens-ის განახლებული ტურბინა 17 ივლისს გაუგზავნა.  Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა.  

კრემლი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“ მუშაობას სანქციების გაუქმების შემდეგ განაახლებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი“ მუშაობას მაშინ განაახლებს, როცა დასავლეთის ქვეყნები რუსეთს სანქციებს მოუხსნიან.  ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა „სანქციების მოხსნის შემდეგ, საშუალება გვექნება „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინებს სარემონტო სამუშაოები ჩავუტაროთ, რადგან სწორედ ამ მიზეზით გაჩერდა გაზსადენი“, - აღნიშნა პესკოვმა.  მისი მტკიცებით, გაზის გადატუმბვის პრობლემა სანქციების გამო შეიქმნა. კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC  რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს.  ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ.  

მედია: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს

ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს. ამის შესახებ Tagesspiegel წერს. გამოცემის ცნობით, დანიისა და შვედეთის ხელისუფლებამ 24 საათზე ნაკლებ დროში Nord Stream 1 და Nord Stream 2 -ზე სამი დაზიანება დააფიქსირა. (გაზსადენები,  ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთის ფედერაციიდან გერმანიამდეა გაყვანილი). ზღვაში შეიქმნა არანავიგაციისა და ფრენის ზონები, ხოლო დანიის ენერგეტიკული ობიექტები უსაფრთხოების „ნარინჯისფერ“ რეჟიმზე გადავიდა. გერმანული გამოცემა ირწმუნება, რომ ყველაფერი დივერსიაზე მიუთითებს. „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან. Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა.  დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც.  მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.   

ნორვეგია Nord Stream-ის დაზიანების გამო, ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გაგზავნის

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში რუსული გაზსადენების დაზიანების გამო, ქვეყნის ნავთობისა და გაზის პლათფორმების დაცვას გააძლიერებს. ამ პლათფორმებს ნორვეგიელი სამხედროები დაიცავენ. მედია: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სექტემბერში ბალტიის ზღვაში დრონების „ანომალიური“ აქტივობა დაფიქსირდა. ამასთან, შტორეს თქმით, ნორვეგიის მიმართ კონკრეტული საფრთხე ჯერ არ გამოვლენილა. „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან. Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა.  დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც.  მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.   

ჯო ბაიდენი: Nord Stream-ის ორივე მილსადენის დაზიანება, მიზანმიმართული დივერსიაა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული გაზსადენების Nord Stream1-ისა და Nord Stream2-ის დაზიანებას მიზანმიმართული დივერსია უწოდა. მან ამის შესახებ ტელემიმართვაში განაცხადა.  NATO: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებაზე: ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს დივერსიის შედეგია „ეს იყო მიზანმიმართული დივერსიული აქტი. ახლა კი რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციასა და სიცრუეს. ჩვენ ვმუშაობთ მოკავშირეებთან, რათა დავადგინოთ ზუსტად რა მოხდა. ჩემი მითითებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში ჩვენი მოკავშირეების დახმარება უკვე დავიწყეთ“,  - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდა რუსულ გაზსადენებზე, მაგრამ განაცხადა, რომ ამ საკითხში რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება.  The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.  

NATO ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში წარმომადგენლობას აორმაგებს

ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე რუსეთის სავარაუდო დივერსიამ, რეგიონში დასავლეთის საზღვაო ძალების გაზრდა გამოიწვია. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა, Nord Stream-ზე დივერსია დაადასტურა დასავლეთის ქვეყნებმა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში თავიანთი სამხედრო ყოფნა გააძლიერეს. ეს პასუხია რუსეთის მხრიდან სავარაუდო დივერსიაზე, რომელიც წყალქვეშა გაზსადენებზე მოხდა. NATO-ს მაღალჩინოსნებმა მოსკოვს ახალი გაფრთხილებები გაუგზავნეს ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღების შესახებ, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის მკვეთრად გაზრდის ბოლო ნიშანია.  მოკავშირე ქვეყნებმა ასევე გააფართოვეს ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების წყალქვეშა და ფრენების მონიტორინგი წყალქვეშა პატრულით და ფრენებით საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებიდან. Nord Stream 1 და 2 გაზსადენებით, დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიასა და დანარჩენ ევროპას მიეწოდება. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდო დივერსია ემთხვევა რუსეთის გეგმას, გაყინოს ევროპის ნავთობისა და გაზის მარაგები ზამთრის წინ, რათა შეასუსტოს დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს, 10 ოქტომბერს გააფრთხილა რუსეთი. „ჩვენ განვიხილავთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. NATO ამაზე მრავალი წელია, მუშაობს. Nord Stream-ის გაზსადენებზე დივერსიის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი მზადყოფნა. ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ყოფნა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში 30-ზე მეტი ხომალდით. მხარს ვუჭერთ საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებს და წყალქვეშა შესაძლებლობებს. ეს ძალისხმევა მჭიდროდ კოორდინირებულია NATO-ს საზღვაო სარდლობის მიერ. მოკავშირეები ასევე ზრდიან უსაფრთხოებას ძირითადი ინსტალაციების გარშემო. აძლიერებენ დაზვერვას. „ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ჩვენი გამძლეობის გასაძლიერებლად და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ნებისმიერ მიზანმიმართულ თავდასხმას მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მოჰყვება ერთიანი და გადამწყვეტი პასუხი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Nord Stream-მა „ჩრდილოეთის ნაკადების" შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა

Nord Stream AG-მა, რომელიც  Nord Stream და Nord Stream 2-ის გაზსადენებს მართავს, გაზსადენებზე მომხდარი ავარიის შესახებ, გამოძიების შედეგენი გამოაქვეყნა. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2" ტექნიკურად გამოუსადეგარია როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, 248 მეტრის დაშორებით ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოჩენილია ორი კრატერი, რომელთა სიღრმე სამიდან ხუთ მეტრამდეა. კრატერებს შორის გაზსადენის მილები ძლიერაა დაზიანებული, მათი ფრაგმენტები 250 მეტრის რადიუსში, ფსკერზეა მიმოფანტული. წყლის ტერიტორია, სადაც სავარაუდო აფეთქებები მოხდა, შვედეთის ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის. გამოძიების ინიციატორი იყო რუსეთის მხარე. Nord Stream AG-ს აქციების 51% ეკუთვნის „გაზპრომს“, რომელიც ორივე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მფლობელია. ცალკე გამოძიებას ატარებენ ასევე შვედეთი, დანია და გერმანია, რომელთა ტერიტორიებზეც გადის გაზსადენი. ერთობლივი გამოძიების შესახებ ქვეყნებმა ვერ შეძლეს შეთანხმება. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებმა უარი თქვეს გამოძიებაში რუსეთის ჩართვაზე. „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მილი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ერთი მილი, მწყობრიდან სექტემბრის ბოლოს გამოვიდა.  ახლომდებარე ქვეყნების სამონიტორინგო სამსახურებმა სეისმური აქტიურობა დააფიქსირეს ავარიის რაიონში, რაც აფეთქებების ვარაუდის საშუალებას იძლევა. „ჩრდილოეთის ნაკადი“ გერმანიაში რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო. გერმანიიდან გაზი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-იც რუსეთის გაზის ევროპაში ექსპორტისთვის აშენდა, მაგრამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ამის შედეგად ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო გაზსადენი ექსპლუატაციაში არ შესულა. ავარიის მომენტისთვის ევროპაში „გაზპრომის“ განცახდებით, „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება, ტექნიკური მიზეზებით შეწყდა.  სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო.  The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.  

შვედეთმა, Nord Stream-ზე დივერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა

აფეთქებები, რომლის შედეგადაც Nord Stream-ის გაზსადენებიდაზიანდა, დივერსიის შედეგი იყო. ამის შესახებ შვედმა გამომძიებლებმა განაცხადეს.   „კვლევამ და ანალიზმა აჩვენა, რომ ბალტიის ზღვაში, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქების რაიონში აღმოჩენილ უცხო საგნებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალია“, - ნათქვამია შვედეთის პროკურატურაში პარასკევს განცხადებაში. „ეს აღმოჩენები დაზიანებულ მილსადენთან ადასტურებს დივერსიას“, - ნათქვამია განცხადებაში.  სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო.  The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.  

გაეროში რუსეთის რეზოლუცია ჩავარდა

გაეროს უშიშროების საბჭომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ შემუშავებულ ტექსტს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან მხოლოდ რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ დაუჭირეს მხარი. რუსეთი ამტკიცებდა, რომ ის არ არის ინფორმირებული მიმდინარე გამოძიებების მსვლელობის შესახებ. თავის მხრივ, გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ რუსეთი ეროვნული გამოძიებების დისკრედიტაციას ცდილობს. „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორ მილსადენზე აფეთქებები ზღვაში, შვედეთისა და დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხდა, რის შემდეგაც შვედეთმა, დანიამ და გერმანიამ განაცხადეს, რომ მათ მიერ დაწყებული გამოძიებები გრძელდება და რუსეთი მის შესახებ ინფორმირებულია. მათივე ცნობით, მილსადენების დაზიანება დივერსიამ გამოიწვია. ანალოგიური შეფასება აქვთ აშშ-ს და NATO-საც.